ჭოროხის დელტა

ჭოროხის დელტა

ბათუმის სამხრეთით მდებარე ჭოროხის დელტა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილადაა აღიარებული, თავისი ბიოტოპების მრავალფეროვნების გამო. ბუჩქები, მშრალი და სველი ბალახით დაფარული ბარი , ჭაობები, კლდეები და ზღვისპირი ჭოროხის დელტას შეადგენენ. მიგრაციის სეზონის დროს, მექვიშიები, თევზიყლაპიები და ბეღურები ყველაზე საინტერესო სათვალთვალო ობიექტებია დელტაში. ზამთარში კი აქ დიდი რაოდენობით გარეულ იხვს შეხვდებით.

ჭაობებში შეგიძლიათ იხილოთ ლელწამა, ყვითელი და წითური ყანჩები, პორფირიონი, ჭაობის პატარა ქათამურა, თეთრთვალა ყურყუმელა, თეთრფრთიანი და თეთრლოყება თევზიყლაპიები. ტოროლა, შავშუბლა ღაჟო, მინდვრის მწყერჩიტა, ბოლოქანქარა, და ტარბის პატარა გუნდები ხშირად შეგვხვდევა ჭოროხის დელტის ვაკეში. სხვა საინტერესო დაკვირვებები მოიცავს აღმოსავლეთის მეღორღიას, უდაბნოს მეღორღიას, ციმბირულ ოვსადს, კასპიურ შავთავა ოვსადს, მწყერჩიტას და ველის ტოროლას...

ზღვისპირას, მეჭვავია , წვრილნისკარტა და სომხური თოლიები უერთდებიან სხვა მეჭვავიასნაირთა ჯგუფებს. გარდა ამისა, არქტიკული მეზღვია და პატარა ქარიშხალა ხშირად აოცებენ იღბლიან დამკვირვებლებს არაჩვეულებრივი სანახაობით ძალიან ახლო მანძილიდან. ცხადია, მეჭვავიასნაირთა სახეობის ფრინველიც უამრავი დაფრინავს. შავჩიჩახვა მექვიშიას, ქვიშაქექიას, თეთრკუდა და წითელჩიჩახვა მექვიშიას, კოკორინა-ბეღურას, დიდ ჭოვილოს, ჭაობის ჭოვილოსა და პატარა წინტალას აქ ხშირად დაინახავთ. ცარიელი არე სანაპიროზე რუხი კოკორინა და მეტალახიასთვის უტყუარი ადგილსამყოფელია, სადაც ამ ჯიშების 10-მდე ფრინველს წააწყდებით ერთ ადგილას. ველის მერცხალა ჭოროხის დელტის ხშირი სტუმარია. 2009-ში, BRC-ს მონაწილეებმა ამ ჯიშის 500-ზე მეტი ფრინველი დააფიქსირეს ერთ დღეში! ყველაზე საოცარი ანგარიში, თუმცა, ველის პრანწიას ეხება. 2009 წლის სექტემბერში, დელტის მიდამოებში 20 ფრინველისგან შემდგარი გუნდი დაფრინავდა, ხოლო მოგვიანებით იმ კვირასვე კიდევ 11 პრანწია გამოჩნდა მდინარე ჭოროხზე. საკმაოდ ბევრი იშვიათი ფრინველიც გამოჩნდა დელტაში გაზაფხულზე და შემოდგომაზეც: თეთრკუდა პრანწია პირველად 2012 წელს დაფიქსირდა. 2015 წლის გაზაფხულზე კი ტბის მეჭვავიაც გამოჩნდა, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე, მოხალისეებმა შავთავა ტოროლა აღმოაჩინეს.