ზაფხულის სეზონი ყველაზე გადატვირთულია ბათუმში. შავი ზღვის პლაჟები უამრავ ტურისტს იზიდავს სიცოცხლით სავსე ბათუმში. თუმცა ფრინველთა მოყვარულთათვის სეზონის პიკი შემოდგომაა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ნებისმიერი მრავალდღიანი ვიზიტი ფრინველებზე დაკვირვების კარგ გამოცდილებას მოგიტანთ. კარგ ამინდში, ერთერთ სათვალთვალო პლათფორმაზე იხილავთ მტაცებლების, ლაკლაკებისა და სხვა ფრინველების გადაფრენას. თუ გსურთ მიგრაციის პიკის მოწმე გახდეთ, უნდა დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი სექტემბრის ან ოქტომბრის დასაწყისს. სექტემბერი ბოლოკარკაზისა და ქორის სეზონია, ხოლო ოქტომბერი, ჩვეულებრივი კაკაჩასა და არწივის.
გაზაფხულიც შესაძლოა ღირებული აღმოჩნდეს. აპრილის დასაწყისისა და მაისის ბოლოს შორის პერიოდში ვიზიტი კარგი იქნება მტაცებელი ფრინველების მიგრაციის სათვალთვალოდ, თუმცა, ფრინველთა რიცხვი და გადაფრენების სიხშირე არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც შემოდგომაზე. ამ დროს მიგრაციის რიცხვი უზარმაზარია და ფრინველებიც თავისი საუკეთესო ბუმბულით არიან შემოსილი. წარმოიდგინეთ შავთავა გრატების შემოდგომა.
ფრინველებზე დაკვირვება ზამთარშიცაა აქტუალური, რადგან შავი ზღვის სანაპიროები და ჭაობები გარეული იხვების, ღორიხვების და თოლიებისთვის მნიშვნელოვანი გამოზამთრების ადგილია.