მტირალას ეროვნული პარკი გამორჩეულია თავის ფლორით და უხვი მცენარეულობით. აქ არსებული ტყე ქმნის კარგ ჰაბიტატს კოდალებისათვის, დიდი ჭრელი კოდალა, მცირე ჭრელი კოდალა, დიდი თეთრზურგა კოდალა, მწვანე კოდალა, შავი კოდალა, ასევე იშვიათად მაგრამ შესაძლებელია სირიული კოდალა. ჩაქვის წყლის მდინარე ერთ-ერთი საუკეთესო წყლის შაშვისთვის. საფეხმავლო ბილიკი 7 კილომეტრს შეასგენს და მოიცავს თხილნარის ჩანჩქერს და მის ქვემოთ არსებულ საცურაო ავზს.