დედამიწაზე ცოტა ადგილია, სადაც ფრინველების მიგრაციის თვალის დევნება ისეთი შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, როგორც ეს ბათუმშია. 2008 წელს, ,,Batumi Raptor Count“-მა პირველად გაასაჯაროვა, რომ 800 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი დააფიქსირეს ამ სფეროთი დაინტერესებული მასებისთვის თითქმის უცნობი ადგილის ცაზე. აქედან მოყოლებული, ფრინველებზე დაკვირვების ასეულობით სპეციალისტი თუ მოყვარული სტუმრობს ჩვენს მხარეს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების სეზონი 2 თვეს გრძელდება, ოფიციალურად იწყება 16 აგვისტოს და 16 ოქტომბერს იხურება. ბათუმის ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი (BBF) სექტემბრის დასაწყისში იმართება, მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ჯერ კიდევ მაღალია, ბუნებასაც არ უცვლია ფერები, ფრინველთა მიგრაციის პროცესი კი ზენიტშია და ყველაზე მეტად მიმზიდველია როგო...
გაიგე მეტი