ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის მიმდინარეობისას, მასზე დასწრების მსურველებისთვის განთავსების საუკეთესო ვარიანტია სათვალთვალო პლატფორმებთან ახლოს მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლები. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგეძლებათ ავთენტიკურ გარემოში გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, დატკბეთ საუკეთესო ხედებით და ფრინველების მიგრაციას თვალი თქვენი ოთახის აივნიდან ადევნოთ.
2010 წელს Batumi Raptor Count-მა შექმნა ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლების ქსელი, სადაც ფესტივალის სტუმრებს მისაღებ ფასებში შეეძლოთ დარჩენა. საოჯახო სასტუმრო სახლის მეპატრონეები გადამზადდნენ და სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდათ. 2015-2016 წლებში საოჯახო სასტუმრო სახლებს მართავდა ტურისტული კომპანია ,,Batumi Birding”. 2017 წლიდან კი სახლები დამოუკიდებლად, მათი მფლობელების მიერ იმართება.
დღესდღეობით, შუამთის ტერიტორიაზე- სახალვაშოსა და ჩაისუბანში 28 საოჯახო სასტუმროა, სადაც შესაძლებელია ღამისთევა და კვება. ტურისტები, რომლებიც აჭარაში ფრინველებზე დასაკვირვებლად ჩამოდიან, საშუალოდ 2 კვირიდან-2 თვემდე ხანგრძლივობით რჩებიან.