ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ და ფუნქციონირებს 2010 წლიდან (ყოფილი ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული სააგენტო). სააგენტოს ძირითადი მიზანია ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება, საინფორმაციო ცენტრების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, მარშრუტების რუკების შექმნას და თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას.

2019 წლიდან სააგენტო მარშრუტების და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, აქტიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მაღალმთიან აჭარაში. უკვე მოეწყო საპიკნიკე ზონები სამ სხვადასხვა ადგილას. ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ტურისტულად საინტერესო პროექტი, მათ შორისაა: ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკისა და კავიანის საფეხმავლო-ველო ბილიკის მშენებლობა, კანიონინგის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტში, თავშესაფრის მშენებლობა ჯვარმინდორზე და სხვა.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას იღებს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.