შუამთა

შუამთა

შუამთა, ბათუმი რაფტორ ქაუნთის მეორე სადამკვირვებლო პლატფორმა, საგრძნობლად განსხვავდება სახალვაშოსგან. ხრეშიან და საკმაოდ მოუწესრიგებელ გზაზე 30-წუთიანი მგზავრობის შემდეგ, თქვენ აღმოჩნდებით პატარა , ტყით გარშემორტყმულ მთიან სოფელში. სადამკვირვებლო პლატფორმა სოფლის ზემოთ, მთის ქედზე მდებარეობს, 10-15 წუთის სავალზე შუამთიდან. ადგილზე არის საპირფარეშო, სადამკვირვებლო პლატფორმა და გადახურული თავშესაფარი; მადლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს. ზუსტად პლატფორმის გვერდზე, თითქმის შეუმჩნეველი, ანტიკური მონასტრის ნარჩენებია; კარავის გასაშლელად დიდებული ადგილი.

ფრინველთა მიგრაცია აქ საკმაოდ განსხვავდება სახალვაშოსგან. ეს ადგილი უკეთესია ფრინველების სათვალთვალოდ სექტემბრის მეორე ნაწილში. ბევრი არწივთაგანი უფრო აღმოსავლეთ მარშრუტს ირჩევს და სწორედ ამ პლატფორმას გადაუფრენს დიდი რაოდენობით. სექტემბრის მიწურულს - ოქტომბრის დასაწყისში, აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვეულებრივი, ველის, მყივანი და ბეგობის არწივთა თანაზომიერი ნარევი.

ამ დროისთვის შეიძლება ასევე გაგიმართლოთ და წააწყდეთ 100,000 კაკაჩის გადაფრენას. ესენი ხშირად უზარმაზარ გუნდებს ქმნიან მთების თავზე აღმოსავლეთით, სადაც არწივებს, იშხვრებს (შავ ყარყატებს) და შავ ძერებს უერთდებიან. როდესაც ფრინველთა მიგრაცია ერთი წუთით ჩაწყნარდება, შეგიძლიათ იქაურ მიდამოებში გაისეირნოთ. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლეებში უკანონო გადასახლებებმა აქაურობას ზიანი მიაყენა და დიდი წიფლის ხეების უმრავლესობა მოიჭრა, ამ ადგილის ბუნებრივი სიმწვანე მაინც საკმაოდ შთამბეჭდავია.

ბილიკებს მტირალას მთის წვერზე მიყავხართ, მაგრამ ბევრი მათგანი გადაბარდული და რთული სასიარულოა. აქ შეიძლება კოდალასნაირთა რიგის ბევრი ფრინველი შეამჩნიოთ, ისევე, როგორც პატარა მემატლია და მწვანე ყარანა, ხოლო მურა დათვის ნაკვალევი კი უშუალოდ სადამკვირვებლო პლატფორმასთანაც კი იპოვეს.